ტოტენჰემში დიდი ტრავმიანობაა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ტომას ფრანკს რამდენიმე ახალი ფეხბურთელის დამატება სურს, ერთ-ერთი ასეთი კი სერჟ გნაბრია.
ბაიერნის გერმანელ შემტევს ლონდონელები თავისთან ეპატიჟებიან, რისთვის ფეხბურთელს რამდენიმეწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა გნაბრი უარზეა.
ფეხბურთელის გარემოცვა ადასტურებს, რომ გნაბრი ბაიერნში თავს კარგად გრძნობს და სულ მალე ახალ ხელშეკრულებასაც მოაწერს ხელს, რაც მას ბაიერნში კიდევ 2 წლით დატოვებს.