ლეონ გორეცკამ თავისივე სიტყვებით დაადასტურა, რომ ის მიუნხენის ბაიერნიდან ოფიციალურად სეზონის დასრულების შემდეგ წავა.
ბოლო პერიოდში ხშირად წერდნენ სხვადასხვა კლუბების ინტერესის შესახებ, თუმცა კომპანის სურდა, რომ სეზონის აქტიურ ნაწილში კლუბს არავინ გაეყიდა, რაც ბაიერნის ხელმძღვანელობამ შეასრულა კიდეც და გორეცკა გუნდს მხოლოდ სეზონის ბოლოს დაემშვიდობება.
გერმანელმა ნახევარმცველმა თავის წერილში გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკანასკნელად ეცდება ბაიერნთან ერთად უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას.