როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მიუნხენის ბაიერნის სავარაუდო მეტოქეები ლევერკუზენი, დორტმუნდი, ოლიმპიაკოსი და ატალანტა არიან.
გთავაზობთ სოც.ქსელებში ბაიერნის ფანების კომენტარებს, რომლებიც სასურველ მეტოქეს ირჩევენ:
"დორტმუნდი გამოუშვით, ვასწავლოთ ვინ არის ბოსი შინ და გარეთ"
"რეალურად ყველასთან იოლი გასეირნება იქნება"
"ოთხივე იოლად დამარცხებადია"
"წინასწარ ვიცით, რომ 1/4 ფინალში ვართ"
"ლიგაზე დორტმუნდის დამარცხებას სულ სხვა ხიბლი აქვს"
"შანსი არცერთს არ აქვს აქედან ბაიერნთან"
"ყველაზე ძლიერს ვირჩევ დორტმუნდის სახით"' - წერენ ბაიერნის გულშემატკივრები.