ბოლო ორ ტურში მიუნხენის ბაიერნმა გულშემატკივრებს იმედები ვერ გაუმართლა და ჯერ აუგსბურგთან წააგო, შემდეგ კი ჰამბურგთან ფრე ითამაშა.
ამასობაში მდევარმა დორტმუნდმა, რომლის ფეხბურთელებსაც ბოლომდე ბრძოლა აქვთ გადაწყვეტილი (ეს ჩანის და შლოტერბეკის კომენტარებშიც ჩანს) უკანასკნელი ორი თამაშიდან ორივე მოიგო და ბაიერნთან სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა.
სათქმელია ისიც, რომ ბაიერნს დორტმუნდთან გასვლაზე აქვს სათამაშო, კერძოდ 28 თებერვალს, იქ წაგება კი სიტუაციას ძალიან დაძაბავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელდა სუპერკომპიუტერის გამოთვლები და მისი შედეგები, რომლის მიხედვითაც ბაიერნის ჩემპიონობის შანსები 60-70%-ს უტოლდება, არადა აქამდე კომპანის გუნდის პირველობაში საფეხბურთო სამყარო 99%-ით იყო დარწმუნებული.