ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ ბაიერნმა დღეს წერილობით უკან გაიწვია დაიოტ უპამეკანოს თაობაზე საკონტრაქტო შეთავაზება.
კლუბი დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა, მაგრამ ფეხბურთელისგან პასუხი არ მიუღია. მიუხედავად ამისა, თავად უპამეკანომ მოგვიანებით კლუბს მიმართა და განაცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა.
უპამეკანოს აგენტსა და ბაიერნს შორის პირობებისთვის ბრძოლა იყო, ფეხბურთელი კი ამ ბრძოლის შუაში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბაიერნი ახლა უპამეკანოს ახალი კონტრაქტის გაფორმების უფლებას მისცემს. ეს, სავარაუდოდ, ამ კვირაში მოხდება.