სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ბაიერნისთვის დაიოტ უპამეკანოს კონტრაქტის განახლების საკითხზე საკმაოდ ბევრი რამ მოხდა.
თავიდან ფეხბურთელი შეხვედრებს საერთოდ არ ესწრებოდა, რამაც ბაიერნის გაღიზიანება გამოიწვია და უპამეკანოს ულტიმატუმი წარუდგინა, რათა ფრანგ მცველს გადაწყვეტილება მალევე მიეღო და კლუბსაც თადარიგის დაჭერა შეძლებოდა.
ბოლო საათებში დაიწყეს წერა, რომ ბაიერნს მოთმინების ფიალა ჰქონდა შევსებული და წინადადების უკან აღებას აპირებდა, მაგრამ უპამეკანო სწორედ მაშინ გააქტიურდა და კლუბს მოქმედებისკენ თავადვე მოუწოდა.
ახლახანს ფლორიან პლეტენბერგმა დაწერა, რომ მიუხედავად გაუგებრობებისა, ბაიერნი და უპამეკანო მაინც შეთანხმდნენ კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივებაზე.
დაიწერა ისიც, რომ ფრანგი უკანახაზელის პრიორიტეტი მუდმივად ბაიერნში თამაში იყო, თუმცა რატომ გააჭიანურა ამდენი ხანი საქმის მოგვარება უპამეკანომ, ეს ცალკე საკითხია..