მიუნხენის ბაიერნმა ატალანტასთან შეხვედრაში ანგარიში იოზიპ სტანისიჩის გოლით გახსნა.
კუთხურიდან მიუნხენელებმა ბურთი კარგად გაითამაშეს, რის შედეგადაც გნაბრიმ ზუსტი პასი გააკეთა საჯარიმოში. მომენტში იდეალურ პოზიციაში აღმოჩნდა სტანისიჩი, რომელმაც შანსი არ გაუშვა და ძლიერი დარტყმით ბურთი ბადეში გაგზავნა.