ვენსან კომპანიმ ჯამალ მუსიალასა და ალფონსო დეივისის ფიზიკურ კონდიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე ფეხბურთელი მომავალი მატჩებისთვის მზადაა, თუმცა მათი ბოლომდე დატვირთვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ბელგიელი სპეციალისტის თქმით, მას აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ ლიდერები დაასვენოს, რადგან გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
კომპანიმ ხაზი გაუსვა, რომ რთულია იმის თქმა, შეძლებენ თუ არა მუსიალა და დეივისი კვირაში სამი მატჩის სრულად ჩატარებას, მაგრამ მათგან მაქსიმალურ კონცენტრაციას ითხოვს.
მწვრთნელი ცდილობს ლოგიკური გადაწყვეტილებები მიიღოს, რათა ლიდერების ხარისხი იმ წუთებში მაინც გამოიყენოს, რომლებსაც ისინი მოედანზე გაატარებენ.