შიდა ტრანსფერები - რატომ ჯდება ვარსკვლავების შენარჩუნება ძვირი?

შიდა ტრანსფერები - რატომ ჯდება ვარსკვლავების შენარჩუნება ძვირი?

ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა, საჯაროდ უპასუხა კრიტიკას, რომელიც მოთამაშეებთან (მაგალითად, უპამეკანოსთან) კონტრაქტების ძვირადღირებულ გახანგრძლივებას ეხება.


ებერლის თქმით, შიდა ტრანსფერები, როგორც ის ამას უწოდებს, მართლაც ძვირია, თუმცა ალტერნატივა კიდევ უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.


ებერლმა მაგალითად ჟერემი ჟაკეს ტრანსფერი მოიყვანა, რომელიც 19 ჩატარებული მატჩის შემდეგ 70 მილიონი ევრო ღირს.


მისი თქმით, თუ სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტს, რომ არსებული ვარსკვლავების შენარჩუნება ძვირია, კლუბს მოუწევს სხვა გზით წასვლა - 19-20 წლის ტალანტებში 60-70 მილიონის გადახდა, რომლებსაც ჯერ კიდევ ბევრი აკლიათ ევროპულ ტოპ-დონემდე. ებერლის პოზიცია მკაფიოა: ხარისხის შენარჩუნება ყოველთვის დიდ ინვესტიციას მოითხოვს.


3-04-2026, 21:57
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2