"მესი მიულერი თუ ოლისე?!" - ბაიერნის ვარსკვლავი ისტორიულ რეკორდს უახლოვდება

"მესი მიულერი თუ ოლისე?!" - ბაიერნის ვარსკვლავი ისტორიულ რეკორდს უახლოვდება

მაიკლ ოლისე ამ მომენტისთვის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერია.

მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ახლა უკვე ლეგენდების გვერდით დგას. ფრაიბურგთან მატჩში ბიშოფის გოლზე გაკეთებული პასით, ოლისემ სეზონში მე-18 საგოლე გადაცემა მიითვალა და სულ უფრო უახლოვდება ისეთ გიგანტებს, როგორებიც ლიონელ მესი და ტომას მიულერი არიან.

ევროპის ტოპ 5 ლიგის ისტორიაში ერთ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასის რეკორდი (21) სწორედ მესისა და მიულერს ეკუთვნით. ოლისეს კი დარჩენილ 6 ტურში მხოლოდ 4 ასისტი სჭირდება ამ შედეგის გასაუმჯობესებლად.


თუმცა, წინ სეზონის პიკია და კომპანის მხრიდან როტაცია მოსალოდნელია, რათა ტრავმები თავიდან აიცილონ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ოლისე ზოგიერთ მატჩში დაასვენონ, მისი ალღო და შანსების შექმნის უნარი დიდ იმედს იძლევა, რომ რეკორდი მაინც დაიმსხვრევა.


5-04-2026, 00:11
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2