ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ, ხელოვნურმა ინტელექტმა ყველა მონაცემი დაამუშავა და ბერნაბეუზე გასამართი მატჩის სკანდალური პროგნოზი დადო.
მიუხედავად იმისა, რომ ბელინგემის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხოლო ჰარი კეინი ბრუნდება, ალგორითმი მიუნხენელებისთვის არცთუ სასიამოვნო სცენარს ხატავს.
AI-ის ანალიზით, მადრიდული ფაქტორი და ჩემპიონთა ლიგის "მაგია" გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
პროგნოზი საკმაოდ კონკრეტულია: მატჩი რეალის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდება. ხელოვნური ინტელექტი ვარაუდობს, რომ ბაიერნი მატჩის დასაწყისშივე გაუშვებს გოლს, რის შემდეგაც ოლისე სხვაობას გაათანაბრებს, თუმცა ბოლო წუთებზე მადრიდელები მაინც მოახერხებენ გამარჯვების მოპოვებას.