სანამ ბერნაბეუზე დიდი ბრძოლა გაიმართება, მიუნხენელებისთვის ხელსაყრელი გარემოება იკვეთება. მადრიდის რეალის შემადგენლობაში ერთბაშად ექვსი საკვანძო ფეხბურთელი ყვითელი ბარათების ლიმიტზეა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი გაფრთხილება მათთვის საბედისწერო აღმოჩნდება.
დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფი ფეხბურთელების სია საკმაოდ ვრცელი და საგანგაშოა:
ჯუდ ბელინგემი
ორელიენ ჩუამენი
ვინისიუს ჟუნიორი
კილიან მბაპე
ალვარო კარერასი
დინ ჰაუსენი
თუ რომელიმე მათგანი ყვითელ ბარათს მიიღებს, ისინი მიუნხენში ვეღარ გაემგზავრებიან. მათ მოუწევთ აგრესიულობის დათმობა, რაც კომპანის ფეხბურთელებისთვის დამატებითი თავისუფლების გარანტიაა.