ჰარი კეინმა დღევანდელ ვარჯიშზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. ინგლისელ თავდამსხმელს გახურებისას, პასების დროსა და სპრინტებში არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბომბარდირი ხვალინდელი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.
ინგლისელი ფორვარდის დაბრუნება ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა გუნდს მისი კლასი ყველაზე მეტად სჭირდება.
კეინმა აჩვენა, რომ ტრავმა წარსულს ჩაბარდა და ბერნაბეუზე გასამართი გადამწყვეტი ბრძოლისთვის კომპანის განკარგულებაშია.