გერმანულმა გამოცემა BILD-მა დღევანდელი მატჩის წინ გუნდების სავარაუდო თერთმეტეულები დაასახელა. კომპანის განკარგულებაში თითქმის ყველა წამყვანი ძალაა, მათ შორის ჰარი კეინიც, რომელმაც ვარჯიშზე საუკეთესო ფორმა აჩვენა.
მიუნხენის ბაიერნი მოედანზე, სავარაუდოდ, შემდეგი შემადგენლობით გავა: კარში მანუელ ნოიერი ჩადგება, დაცვის ხაზს უპამეკანო, ტა, სტანიშიჩი და ლაიმერი შეადგენენ. ნახევარდაცვის ცენტრში კიმიხისა და პავლოვიჩის დუეტს ვიხილავთ, ხოლო შეტევას ოლისე, გნაბრი და დიასი გააძლიერებენ. ფორვარდის პოზიციას, რა თქმა უნდა, ჰარი კეინი დაიკავებს.
რაც შეეხება მადრიდის რეალს, ალვარო არბელოა, სავარაუდოდ, ამ თერთმეტეულს დაეყრდნობა: მეკარე ლუნინი, დაცვაში მილიტაო, რუდიგერი, კარერასი და ალექსანდერ-არნოლდი. ნახევარდაცვას პიტარქი, ჩუამენი, გიულერი და კაპიტანი ვალვერდე გაამაგრებენ, ხოლო თავდასხმაში ვინისიუსისა და მბაპეს წყვილი იმოქმედებს.