მეორე ტაიმის დაწყებამდე ბერნაბეუზე უცნაური სანახაობა გათამაშდა: რეალის ვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი, სათადარიგო სკამთან მიიჭრა, ვენსან კომპანის ხელი ჩამოართვა და ჩაეხუტა. მიზეზი? კომპანის რამდენიმე კვირის წინანდელი სიტყვაა, სადაც მან საჯაროდ დაიცვა ბრაზილიელი ჯანლუკა პრისტიანისთან მომხდარი რასისტული ინციდენტის დროს.
ვენსან კომპანი მატჩის შემდეგ: „ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ვინი ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც არის. მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს, მნიშვნელობა არ აქვს, ის მეტოქე გუნდის მოთამაშეა თუ არა.
ზოგჯერ ფეხბურთს სჭირდება განსხვავებული მოთამაშეები. ბაიერნსაც ყავდა ასეთი - ფრანკ რიბერი ერთ-ერთი მათგანი იყო და ჩვენ მისი წარმატებით ვტკბებოდით. ყველას აქვს საკუთარი აზრის უფლება, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება. სწორედ ამიტომ მავქვს ვინისიუსის მიმართ უდიდესი პატივისცემა.“