მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა და ლეგენდარულმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა, ბოლო დროს არსებულ კუნთების პრობლემებზე გულახდილად ისაუბრა. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს ასაკის ბრალი იყო, თუმცა მანუ ყველას აჩუმებს.
მეკარის თქმით, ტრავმების რეალური მიზეზი სულ სხვა რამ იყო:
„ამ პრობლემებს სხვა საფუძველი ჰქონდა. კუჭ-ნაწლავის გარკვეული პრობლემების გამო ჩემი ორგანიზმი დასუსტებული იყო. სწორედ ამიტომ მქონდა ეს მცირე შეფერხებები; ეს უფრო 'წვივის გაციებას' ჰგავდა, ვიდრე სერიოზულ ტრავმას. ასაკი აქ არაფერ შუაშია!“ — განაცხადა ნოიერმა.
ყველაზე საინტერესო კი ნოიერის პასუხი იყო კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელშეკრულების გახანგრძლივებას: „დიდ სიამოვნებას მანიჭებს ამ გუნდთან და სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში არსებული დინამიკა. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია!“ — დააიმედა ფანები კაპიტანმა.