ლუის დიასის მიუნხენის ბაიერნში გადასვლამ მოლოდინს არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მარკეტინგული თვალსაზრისითაც გადააჭარბა. კოლუმბიელი ვინგერის ტრანსფერმა სამხრეთ ამერიკაში ნამდვილი ბუმი გამოიწვია, რაც ციფრებშიც ნათლად აისახება.
კლუბის ოფიციალური მონაცემებით, დიასის ტრანსფერის შემდეგ კოლუმბიიდან მაისურების შეკვეთების რაოდენობა წარმოუდგენელი 400%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, კლუბის ონლაინ-მაღაზიის ვიზიტორთა მაჩვენებელი ამ ქვეყნიდან 200%-ით არის მომატებული.
ამ მონაცემების საფუძველზე, ლუის დიასი მიმდინარე სეზონში მაისურების გაყიდვების მიხედვით ბაიერნის ტოპ 5 ფეხბურთელს შორის მოხვდა გლობალურ დონეზე. კოლუმბია ამჟამად მიუნხენური გრანდისთვის ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია მსოფლიოში.