ბაიერნის დომინაცია გრძელდება: სამი მიუნხენელი კვირის სიმბოლურში!
მადრიდის რეალთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდშიც აისახა.
საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ადგილი სამმა მიუნხენელმა დაიმსახურა: მანუელ ნოიერმა, იოზუა კიმიხმა და იოსიპ სტანიშიჩმა. ასევე სიმბოლურში ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.