ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავი, ჯამალ მუსიალა, საბრძოლო განწყობაზეა. ახალგაზრდა ტალანტი დარწმუნებულია, რომ „რეკორდმაისტერი“ მადრიდის რეალის ბარიერის გადალახვას მოახერხებს.
კითხვაზე, მოახერხებს თუ არა ბაიერნი ოთხშაბათს შემდეგ ეტაპზე გასვლას, მუსიალამ მკაფიო პასუხი გასცა:
„ჩვენი მენტალიტეტი ყოველთვის პოზიტიური უნდა იყოს. ასე რომ, დიახ, ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ შემდეგ ეტაპზე გავალთ.“