ვინსენტ კომპანიმ, კლუბში არსებულ პოზიტიურ გარემოზე ისაუბრა. ბელგიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ გუნდის დღევანდელი შედეგები სწორედ იმ შიდა კლიმატის დამსახურებაა, რომელიც კლუბში რთულ პერიოდშიც კი შენარჩუნდა.
კომპანი აღიარებს, რომ გამარჯვებების ფონზე პოზიტივის შენარჩუნება მარტივია, თუმცა ბაიერნის სიძლიერე სხვა რამეშია:
„ვიცი, რომ როცა იგებ, ყველაფერი უფრო ადვილია — ამ მხრივ გულუბრყვილო არ ვარ. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნამდვილად ერთი ოჯახი ვიყოთ. დღეს კარგად ვართ, მაგრამ ამას ვაკეთებდით მაშინაც, როცა საქმეები ასე კარგად არ მიდიოდა. ეს მიჩენს განცდას, რომ შესაძლოა სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რასაც ახლა ვაღწევთ. ეს ხდება არა მხოლოდ ერთი და იმავე თერთმეტეულით, არამედ მთელი გუნდით, რომელიც კონკურენტუნარიანია და ერთმანეთს მხარს უჭერს.“