ბაიერნისა და რეალის დაპირისპირება მხოლოდ საფეხბურთო ბრძოლით არ დასრულებულა. მატჩის შემდეგ იოსიპ სტანიშიჩმა ანტონიო რუდიგერის მხრიდან არასპორტულ ქცევაზე ისაუბრა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ხორვატი მცველი მოედანზე იწვა.
“არ მინდა იმის გამეორება, რაც მაშინ მოხდა, როცა მინდორზე ვიწექი. შეგიძლიათ თავად მას ჰკითხოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სრულიად მიუღებელია. მან მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა, ორჯერ — იქნებ ეყოს კაცობა და თავად აღიაროს.
მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვისაც სისხლი და დაპირისპირება უნდა, ამიტომ სიტყვასიტყვით არ გავიმეორებ. პირადად არ ვიღებ, მესმის, რომ თამაშის დროს ემოციები პიკზეა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ასეთი საქციელი დაუშვებელია.”
გამართულმა ბრძოლამ ფეხბურთელებს შორის პირადი უთანხმოებებიც წარმოშვა, რუდიგერმა კი, რომელმაც მანამდე დუმილი არჩია, შესაძლოა ამ ბრალდებას მალე უპასუხოს.