კასილასი: “ბაიერნმა მათ გონება დააკარგვინა - ვინისიუსის საქციელი მიუღებელია!”

კასილასი: “ბაიერნმა მათ გონება დააკარგვინა - ვინისიუსის საქციელი მიუღებელია!”

მადრიდის რეალის ლეგენდარული მეკარე, იკერ კასილასი, ბაიერნთან მარცხის შემდეგ გუნდში არსებულ შიდა დაპირისპირებასა და ვინისიუს ჟუნიორის ქცევას გამოეხმაურა. კასილასის ყურადღება მოედანზე მომხდარმა ინციდენტმა მიიპყრო, როდესაც ვინისიუსმა თანაგუნდელ ჯუდ ბელინგემს უხეშად მიმართა.

“ეს ის არის, რის გამოც რეალი დამარცხდა. ამ გუნდში ყველას ლიდერობა სურს. ბელინგემმა პასის მიცემა გთხოვა და ეუბნები 'მოკეტეო'? ვერ წარმომიდგენია, ტონი კროოსს კრიშტიანუ რონალდუსთვის ეთქვა პასი მომეციო და რონალდუს ასეთი პასუხი გაეცა.”

„ეს ალბათ ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ვინისიუსმა 'ოქროს ბურთი' ვერ მოიგო. ზედმეტი ვარსკვლავები გუნდს ზიანს აყენებენ. არდა გიულერი და ჯუდ ბელინგემი ის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებსაც გუშინ გამარჯვება ნამდვილად სურდათ. ვინის ცუდი მატჩი ჰქონდა. არ ვიცი, რატომ ვერ აკონტროლებს თავის სიბრაზეს.“

კასილასმა ხაზი გაუსვა მიუნხენელთა ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც: „ბაიერნმა მათ გონება დააკარგვინა და ამიტომაც დამარცხდნენ.“


17-04-2026, 13:43
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2