მიუნხენის ბაიერნში გადმოსვლის დღიდან ჰარი კეინი არ წყვეტს რეკორდების დამხობას. რეალთან გამართული მატჩის შემდეგ კი ის ისეთი სტატისტიკის მფლობელი გახდა, რომელიც აქამდე მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა.
ჰარი კეინი გახდა ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე 12 ან მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა (გოლი + ასისტი):
2023/24 სეზონი: 12 გოლში მონაწილეობა
2024/25 სეზონი: 13 გოლში მონაწილეობა
2025/26 სეზონი: 13* გოლში მონაწილეობა (მიმდინარე)
აქამდე მსგავსი შედეგი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა დაფიქსირებული, რომელმაც წარმოუდგენელი სერია 2011/12-დან 2017/18 წლამდე (ზედიზედ 7 სეზონი) აჩვენა.
ბავარიელთა ცხრიანი ახლა იმ მწვერვალზეა, სადაც აქამდე მხოლოდ „ჩემპიონთა ლიგის მეფედ“ წოდებული რონალდუ იმყოფებოდა.