გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი, სერჟ გნაბრის უმძიმეს ტრავმას გამოეხმაურა. ნაგელსმანმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანელი შემტევისთვის სეზონის ასეთ გადამწყვეტ ფაზაში დაზიანების მიღება განსაკუთრებით მტკივნეულია.
„ძალიან ვწუხვარ სერჟის გამო. სეზონის მიწურულს, როდესაც ამდენი დიდი და მნიშვნელოვანი მატჩი გველის, ეს განსაკუთრებით მწარე სიახლეა. წუხელ ხაზზე ვიყავით და ვუთხარი, რომ ეროვნულ ნაკრებშიც ყველანი მის ზურგს უკან ვდგავართ.“
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის მხარდასაჭერად, რათა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მოედანს. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, სერჟ!“