შტუტგარტთან გამარჯვების და 35-ე ტიტულის განაღდების შემდეგ, გულშემატკივრებმა მოედანზე ხელოვნური კაკადუ შენიშნეს, რომელიც ლეონ გორეცკას ეჭირა.
ისტორია ასეთია: ეს ფრინველი ფეხბურთელებმა რესტორან Käfer-დან „მოიპარეს“, სადაც გუნდი ლევერკუზენისა და ფრაიბურგის მატჩს უყურებდა (რომლის შედეგმაც ბავარიელები ჩემპიონები გახადა).
მუსიალა: „პირველად ვხედავ!“
ურბიგი: „მე ნამდვილად არ მომიპარავს.“
კომპანი: „დავაბრუნებთ... ალბათ.“
საბოლოოდ, რესტორნის მფლობელმა გუნდს კაკადუ აჩუქა. ის უკვე იქცა გუნდურ თილისმად და საჩემპიონო მაისურებზეც კი მოხვდა. ეს „შიდა ხუმრობა“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გასაკუთრებულ ერთობას, რაც წელს მიუნხენურ გასახდელშია.