კვირას, ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, ვინსენტ კომპანიმ გასახდელში ფეხბურთელებს მიმართა: „ნურცერთს ნუ გეგონებათ, რომ ასეთ ერთიან და წარმატებულ გუნდში თამაში ჩვეულებრივი ამბავია და თავისთავად ხდება“.
მან სათითაოდ დაასახელა ლენარტ კარლი, ლუის დიასი, ნიკოლას ჯექსონი, ტომ ბიშოფი და ის ახალგაზრდები (ბარა საპოკო ნდიავე, დენიზ ოფლი და სხვები), რომელთაც წელს დებიუტი ჰქონდათ. კომპანიმ აღნიშნა, რომ ყველა მათგანმა ბუნდესლიგის პირველი ტიტული მოიგო.
ბოლოს კი მთელ გუნდს უთხრა: „თითოეულმა თქვენგანმა ეს 35-ე ჩემპიონობა ისე უნდა აღნიშნოს, თითქოს თქვენი პირველი ტიტული იყოს. ზეიმი აუცილებელია, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს“.