მანუელ ნოიერმა, გერმანიის თასის ნახევარფინალში მოპოვებული გამარჯვება შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდი დიდი ხანი ელოდა ამ მომენტს.
ნოიერის თქმით, ბოლო წლების წარუმატებლობის შემდეგ ბერლინში დაბრუნება კლუბისთვის ბევრს ნიშნავს:
„ბერლინი მომენატრა. გამაღიზიანებელი იყო, რომ ფინალში ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გავდიოდით, რადგან ყველამ ვიცით, რაოდენ განსაკუთრებულია ეს. ფინალი განსაკუთრებულია გულშემატკივრებისთვის, ფეხბურთელებისთვის და მთელი კლუბისთვის. დღეს ჩვენი შანსი გამოვიყენეთ.
მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ფლეკენი საოცარი იყო. ჩვენ შევინარჩუნეთ ფოკუსი და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.”