მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნმა ჩემპიონობა უკვე გაინაღდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ტემპის დაგდებას არ აპირებს. პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას - ფიქრობს თუ არა გუნდი უკვე პსჟ-სთან დაპირისპირებაზე, კომპანიმ მკაფიოდ უპასუხა:
„თეორიულად, ჩვენ ახლა მთლიანად მაინცზე ვერთვებით, მიუხედავად იმისა, რომ ტიტული უკვე მოვიპოვეთ. გვაქვს მკაფიო რუტინა, თუ როგორ ვემზადებით მატჩებისთვის. არ მინდა ამ პროცესის შეცვლა, რადგან ყველა თამაში თანაბრად მნიშვნელოვანია.“
როგორც ჩანს, კომპანის სურს, რომ გუნდმა საჩემპიონო ფორმა ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდეც შეინარჩუნოს და მაინცთან მატჩს მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.