ლოდინი დასრულდა - მანუელ ნოიერმა მიუნხენის ბაიერნთან ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიაღწია. კაპიტანი ალიანს არენაზე მინიმუმ 2027 წლის ივნისამდე დარჩება!
დეტალები შეთანხმებიდან:
მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ყველა პუნქტი შეთანხმებულია.
ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ნოიერი თავს შესანიშნავ ფორმაში გრძნობს, კლუბი კი მისი თამაშით და ლიდერული თვისებებით სრულად კმაყოფილია.