ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ, კინგსლი კომანმა, რომელიც ორივე კლუბის აღზრდილი და ყოფილი ვარსკვლავია, არჩევანი გააკეთა. ფრანგმა შემტევმა დაადასტურა, რომ მისი კავშირი მიუნხენთან კვლავ ძალიან ძლიერია.
„ორივე კლუბი ჩემს გულშია, მაგრამ ბაიერნი უფრო ახალი თავია. სულ რამდენიმე თვის წინ წამოვედი, ბევრი ჩემი მეგობარი ისევ იქაა და კლუბში ყველას კარგად ვიცნობ. ამიტომ, ცხადია, რომ ამჯერად ბაიერნს დავუჭერ მხარს.“ - განაცხადა კომანმა.
მიუხედავად სიმპათიებისა, კომანი ფრთხილობს პროგნოზებში:
„მათ ფავორიტებს მაინცდამაინც არ ვუწოდებდი. ეს უფრო ჩემს პირად კავშირზეა, რომელიც ამ მომენტში ბაიერნთან უფრო ძლიერია.“