ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ მანუელ ნოიერზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვთ თუ არა რაიმე განსაკუთრებული მოსამზადებელი გეგმა ნოიერის წინააღმდეგ, ხვიჩამ უპასუხა:
„ძალიან რთულია, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ნამდვილი ლეგენდა. ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია მას, მათ შორის ფეხით თამაშის დროსაც. თუმცა, ჩვენ მისთვის გოლი უკვე გაგვიტანია და ხვალაც იგივე უნდა გავაკეთოთ. რამე სპეციფიკური ვარჯიში ამისთვის არ გვქონია, უბრალოდ ვეცდებით გავიტანოთ.“