ბაიერნის მცველმა, დაიო უპამეკანომ ხვალინდელი ნახევარფინალის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
დაიოსთვის მშობლიურ საფრანგეთში თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა ის მხოლოდ გუნდურ შედეგზეა ორიენტირებული.
„ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია და სრულად ვართ კონცენტრირებულები. რა თქმა უნდა, გვსურს, რომ აქ, პარკ დე პრენსზე გავიმარჯვოთ. პსჟ-ს დიდებული ფეხბურთელები და საუცხოო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ჩვენი მიზანი უცვლელია - მხოლოდ გამარჯვება.“ - განაცხადა უპამეკანომ.