პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს სიტყვებს, რომ "პარიზზე უკეთესი გუნდი ევროპაში არ არსებობს", ვინსენტ კომპანიმ პრესკონფერენციაზე უპასუხა. ბელგიელმა სპეციალისტმა მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოიჩინა, თუმცა ბაიერნის მთავარი მიზანიც მკაფიოდ დააფიქსირა.
„ჩემი ხედვით, მოქმედ ჩემპიონებს სრული უფლება აქვთ თქვან ის, რაც სურთ. ჩვენ ვიბრძვით იმ ტიტულისთვის, რომელიც პსჟ-მ გასულ წელს მოიგო. ისინი იმსახურებენ ყოველგვარ ქებას, მაგრამ ჩვენ გვინდა ის, რაც მათ აქვთ. ჩვენ მშივრები ვართ! ხვალ მხოლოდ პირველი მატჩია, იქნება საპასუხო შეხვედრა მიუნხენშიც და ვიმედოვნებთ, რომ ამ ორი მატჩის ჯამში დავამტკიცებთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ.“ - განაცხადა კომპანიმ.
კომპანიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბაიერნი პარიზში არა თავდაცვისთვის, არამედ ჩემპიონური ამბიციების დასამტკიცებლად ჩავიდა.