ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალმა მოლოდინს გადააჭარბა. პარიზში გამართული წარმოუდგენელი მატჩი, რომელიც პსჟ-ს გამარჯვებით, 5:4 დასრულდა, ჰარი კეინმა შეაფასა. ინგლისელი ფორვარდი მიიჩნევს, რომ ბაიერნმა შეუძლებელი შეძლო და პრაქტიკულად წაგებული ორთაბრძოლა გადაარჩინა.
„დღეს მოედანზე ორი უმაღლესი დონის გუნდი ვიხილეთ. იყო მომენტები, როცა თამაშის ბედის ადრე გადაწყვეტა შეგვიძლია, თუმცა ვამაყობ იმით, რომ 5:4-მდე მივედით. სტუმრად, როცა 5:2-ს აგებ, ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად არ გატყდე, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ და ინტრიგა დავაბრუნეთ.
დავინახეთ, რომ მეტოქე დაიღალა. მომავალ კვირას იგივე ინტენსივობა და მეტი სიზუსტე დაგვჭირდება,“ - განაცხადა კეინმა.