ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ბაიერნისა და პსჟ-ს მატჩში მომხდარმა პენალტის ეპიზოდმა ბევრს 2023 წლის ნოემბრის სკანდალური ღამე გაახსენა. მაშინ, პარკ დე პრენსზე გამართული მატჩის შემდეგ, უეფამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და VAR-ის მსაჯთა ბრიგადა სასწრაფოდ ჩამოაშორა ტურნირს.
ნიუკასლთან მატჩის ბოლო წუთებზე, პარიზელთა სასარგებლოდ დაინიშნა პენალტი, რომელიც ბურთის ჯერ ტანზე, შემდეგ კი ხელზე მოხვედრამ გამოიწვია. წესების თანახმად, ეს დარღვევა არ იყო, თუმცა VAR-ის მსაჯმა, ტომაშ კვიატკოვსკიმ არბიტრს თეთრი წერტილისკენ მიუთითებინა. რეაქცია იყო მყისიერი: მეორე დღესვე უეფამ კვიატკოვსკი მომდევნო მატჩებიდან მოხსნა, რაც ფაქტობრივად შეცდომის აღიარებას ნიშნავდა.
დღეს, ბაიერნის წინააღმდეგ დანიშნული პენალტი საეჭვოდ ჰგავს იმ ისტორიულ შეცდომას. ბურთის ტრაექტორია, მოთამაშის მდგომარეობა და ეპიზოდის დინამიკა პრაქტიკულად იდენტურია. ჩნდება კითხვა: თუ მაშინ უეფამ მსაჯების დასჯა საჭიროდ მიიჩნია, რატომ ხდება იგივე შეცდომა კვლავ პარიზში და კვლავ ყველაზე გადამწყვეტ ეტაპზე?