მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა პარიზში გამართული გიჟური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ 5 გაშვებული გოლი ნებისმიერი მეკარისთვის მძიმე ასატანია, ლეგენდარული გოლკიპერი ოპტიმიზმს არ კარგავს და გუნდის მებრძოლ სულს უსვამს ხაზს.
„რა თქმა უნდა, 5 გოლის გაშვება ნებისმიერი დაცვისთვის და მეკარისთვის გამაღიზიანებელია. თქვენ თავად ნახეთ ეს გოლები — თითოეული მათგანის მოგერიება უკიდურესად რთული იყო. ორ ეპიზოდში ძალიან ახლოს ვიყავი ბურთთან, მაგრამ ვერ შევძელი შეხება.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ნამდვილი ხასიათი ვაჩვენეთ და თამაშში დავბრუნდით. 5:5-ის გახდომაც კი შეგვეძლო. ვიცით, რომ მომავალ კვირას შინ ვთამაშობთ და ყველაფერი ჩვენს ხელშია. ყველაფერი შესაძლებელია.“ - განაცხადა ნოიერმა.