მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანიმ, საპასუხო მატჩის წინ გულშემატკივრებს პირდაპირ და ძალიან ემოციურად მიმართა. კომპანიმ ფანებს თხოვნით მიმართა, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა:
„ჩემი ერთადერთი თხოვნაა: თუ ვინმემ ბილეთი იყიდეთ და თამაშის დღეს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, გთხოვთ, დარჩით სახლში და თქვენი ბილეთი ყველაზე ენერგიულ და ხმამაღალ ადამიანებს გადაეცით, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ იმ ციხესიმაგრეში, რასაც ალიანც არენა ჰქვია.
ჩვენ ეს მატჩი უნდა მოვიგოთ და სტადიონზე მყოფი 75,000 ადამიანის მაქსიმალური მხარდაჭერა გვჭირდება.“ - განაცხადა კომპანიმ.
ეს მოწოდება ნათლად აჩვენებს, თუ რა ატმოსფეროს გეგმავს მწვრთნელი მიუნხენში - პსჟ-ს ნამდვილი ჯოჯოხეთი ელის.