მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა, პარიზში გამართული დრამატული მატჩის შემდეგ ემოციური განცხადება გააკეთა. ებერლმა აღნიშნა, რომ პარიზელებმა გამარჯვება ნაადრევად ირწმუნეს, თუმცა ბაიერნმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი საფირმო ხასიათი.
„ანგარიშზე 5:2 პსჟ-ს ფეხბურთელები ისე ზეიმობდნენ, თითქოს უკვე მოგებული ჰქონდათ და ბუდაპეშტში მიდიოდნენ. ახლა კი ანგარიში 5:4-ია. ასეთ ვითარებაში და ასეთი აუდიტორიის წინაშე თამაშში დაბრუნება განსაკუთრებული ამბავია.
სწორედ ეს განსაზღვრავს ამ გუნდის ხასიათს და ეს თვისება საპასუხო მატჩშიც აუცილებლად დაგვჭირდება.“ - განაცხადა ებერლმა.