მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანიმ, პარი სენ-ჟერმენთან გამართული დრამატული შეხვედრა შეაჯამა. მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მოედანზე განვითარებული მოვლენები ანალიზს ექვემდებარება და გუნდმა საკუთარი სტილის რწმენა არ უნდა დაკარგოს.
„მე ყველაფერს ყოველთვის შავ-თეთრ ფერებში არ ვხედავ. ჩემთვის ის, რაც პარიზში მოხდა, ლოგიკურია. რა თქმა უნდა, მსურს, რომ გოლი არ გავუშვათ - ეს ყოველთვის ჩვენი მიზანია და ლევერკუზენში, თასზე, ეს ბრწყინვალედ შევძელით.
თუმცა, თუ მატჩს ლოგიკურად გააანალიზებთ, რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო. საბოლოო ჯამში, ჩვენ უბრალოდ მოგება გვსურს და ამისთვის ყველა ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებას გამოვიყენებთ.“
კომპანიმ ასევე აღნიშნა, რომ პსჟ არ აპირებდა იმ სტილის შეცვლას, რომლითაც მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. მისი თქმით, მთავარია გუნდს ჰქონდეს რწმენა, რომ არჩეული გზით გამარჯვება შესაძლებელია.