გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი, მიიჩნევს, რომ ალიანც არენაზე გადამწყვეტი ფაქტორი გუნდების ფიზიკური მომზადება იქნება. მისი თქმით, პირველმა შეხვედრამ აჩვენა, რომ პარიზელებს ძალები ეწურებათ.
“მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნი გავა. ამ გუნდის უპირატესობა პირველ მატჩშიც დავინახე. მიუნხენელები ფიზიკურად უკეთ იყვნენ მომზადებულები და საპასუხო შეხვედრაში ეს გადამწყვეტი იქნება.
პსჟ ვერ შეძლებს იგივე ტემპის შენარჩუნებას — მათ დაღლილობა ეტყობოდათ, წინ კი მინიმუმ 90 წუთია,“ - აღნიშნა მათეუსმა.