მიუნხენში საპასუხო მატჩისთვის მზადება პიკს აღწევს და ვინსენტ კომპანის განკარგულებაში კიდევ ერთი შემტევი ძალაა. გავრცელებული ინფორმაციით, ლენარტ კარლი მომავალ ოთხშაბათს პსჟ-ს წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის გუნდის განაცხადში იქნება.
კლუბში იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანზე დაახლოებით 20 წუთის გატარებას შეძლებს.
მისი დაბრუნება მნიშვნელოვანია გუნდისთვის, რადგან კარლს თამაშში საჭირო დინამიკისა და კრეატივის შეტანა შეუძლია, რაც გადამწყვეტ მომენტში შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.