მიუხედავად გამარჯვებისა, ლუის ენრიკემ ბაიერნი უმაღლეს დონეზე შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუნხენელებმა მას ყველაზე დიდი გამოწვევა შეუქმნეს.
"ვფიქრობ, ბაიერნი იყო გუნდი, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ ყველაზე მეტი შემოგვთავაზა და ყველაზე შემტევი მენტალიტეტი აჩვენა. ყველაზე ძლიერი მეტოქეა, ვისაც კი პსჟ-ში ჩემი მუშაობის პერიოდში შევხვედრივარ, სწორედ ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი.
ჩემმა კოლეგამ მკითხა, გამაღიზიანა თუ არა 5:2-დან ანგარიშის 5:4-მდე შემცირებამ. არა, მე ბედნიერი ვარ, რომ ბაიერნს მოვუგე. მომავალ კვირას მიუნხენში მოსაგებად ჩავალთ, თუმცა იქ რომ წავაგოთ ან ფრე ვითამაშოთ, ეს უსამართლობა არ იქნება." - განაცხადა ენრიკემ.