მიუნხენის ბაიერნში ერთი ეპოქა სრულდება. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, იოზუა კიმიხმა, თავის მრავალწლიან პარტნიორსა და მეგობარზე, ლეონ გორეცკაზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ ნახევარმცველის მიუნხენური კარიერა ფინალს უახლოვდება. კიმიხის თქმით, ეს მომენტი მთელი გუნდისთვის ძალიან ემოციურია.
„შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ ის აცნობიერებს - მისი აქ ყოფნის დრო ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.
ეს ყველასთვის ემოციურია, ჩემთვისაც. ჩვენ კლუბში 8 წელია ერთად ვთამაშობთ - ეს საკმაოდ დიდი დროა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად დაახლოებით 15 წელი გაქვს.“ - განაცხადა კიმიხმა.