იღბალი ბაიერნისთვის? - ცნობილია ვინ იმსაჯებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს

იღბალი ბაიერნისთვის? - ცნობილია ვინ იმსაჯებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას მიუნხენის ბაიერნსა და პარი სენ-ჟერმენს შორის პორტუგალიელი არბიტრი, ჟოაო პინეირო გაუძღვება. უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოთხშაბათს ალიანც არენაზე სწორედ პინეირო იქნება პასუხისმგებელი მატჩის მსვლელობაზე.

საინტერესოა, რომ ჟოაო პინეიროს მიუნხენური გრანდის მონაწილეობით აქამდე ორი შეხვედრა აქვს განსჯილი და ორივე შემთხვევაში გამარჯვება რეკორდმაისტერს დარჩა. 2025/26 წლების სეზონში მან იმსაჯა მატჩი პსვ-სა და ბაიერნს შორის, რომელიც მიუნხენელთა მოგებით, 2:1 დასრულდა. მანამდე კი, 2024/25 წლების სეზონში, პინეირომ ბაიერნისა და ბრატისლავას სლოვანის დაპირისპირება განსაჯა, სადაც გერმანულმა გუნდმა 3:1 გაიმარჯვა.

ბაიერნისთვის პორტუგალიელი მსაჯი ერთგვარ იღბლიან სიმბოლოდ იქცა, რადგან მისი მსაჯობისას გუნდს 100%-იანი შედეგი აქვს. იმედია, ეს ტენდენცია ოთხშაბათსაც გაგრძელდება.


4-05-2026, 13:18
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2