პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის წინ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ გულშემატკივარი უმაღლესი დონის სანახაობას იხილავს.
"აქამდე შესანიშნავი სამუშაო შევასრულეთ. ახლა დროა, კიდევ უფრო მეტი გავიღოთ, რათა ზედიზედ მეორე ფინალს მივაღწიოთ. მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რატომ ვართ აქ და დავრჩეთ იმ გუნდად, რაც სინამდვილეში ვართ.
ეს იქნება ტოპ-დონის მატჩი ევროპის ორ საუკეთესო გუნდს შორის. ნამდვილად ამაღელვებელი დაპირისპირება გველოდება." - განაცხადა ენრიკემ.