“ეს კრიტიკა არ ყოფილა” - კომპანი არტეტას განცხადებას გამოეხმაურა

“ეს კრიტიკა არ ყოფილა” - კომპანი არტეტას განცხადებას გამოეხმაურა

მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, მიკელ არტეტას იმ სიტყვებზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც ბაიერნსა და პსჟ-ს პრემიერ ლიგის გუნდებთან შედარებით ფეხბურთელების დასვენების მეტი საშუალება აქვთ.

კომპანის მიაჩნია, რომ არტეტას ნათქვამი ბაიერნის კრიტიკად არ უნდა აღვიქვათ.

„ამაზე ბევრი კომენტარის გაკეთება არ მინდა. პრემიერ ლიგაში მრავალი წლის განმავლობაში ვთამაშობდი. არ ვფიქრობ, რომ ეს ბაიერნის ან პსჟ-ს კრიტიკა იყო, ეს უფრო მსჯელობაა.

ინგლისში გაქვს 38 ლიგის მატჩი, ლიგის თასი, ასოციაციის თასი და არ გაქვს ზამთრის შესვენება. ამის განხილვა ჩემი საქმე არ არის, თუმცა ეს ლეგიტიმური საკითხია. იურგენ კლოპიც ბევრჯერ საუბრობდა ამაზე.“ - განაცხადა კომპანიმ.


5-05-2026, 22:59
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2