"ფანებს ჩვენი სჯერათ" - კომპანი მიუნხენში დაუვიწყარ საღამოს აანონსებს

"ფანებს ჩვენი სჯერათ" - კომპანი მიუნხენში დაუვიწყარ საღამოს აანონსებს

მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის მოლოდინში განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს. ვენსან კომპანის თქმით, სეზონის დასაწყისში ბევრს არ სჯეროდა, რომ გუნდს ფინალში გასვლის შანსი ექნებოდა, თუმცა ახლა გულშემატკივრები გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან.


იმ შემთხვევაში, თუ მატჩი პენალტების სერიამდე მივა, გუნდი სრულ მზადყოფნაშია. კომპანის განცხადებით, შემსრულებელთა სია და რიგითობა უკვე განსაზღვრულია, რაზეც ფეხბურთელები მეორე წრის განმავლობაში ყოველ ვარჯიშზე მუშაობდნენ. მწვრთნელი არ ელის, რომ რომელიმე გუნდი რადიკალურად შეცვლის იმ სათამაშო სტილს, რომელმაც ისინი ნახევარფინალამდე მოიყვანა.


რაც შეეხება შემადგენლობას, მიუნხენელებს მხოლოდ სერჟ გნაბრი დააკლდებათ, სხვა ყველა ფეხბურთელი კი მწყობრშია. თავად კომპანი აღნიშნავს, რომ მატჩის წინ წნეხს საერთოდ არ გრძნობს და მშვიდად ძინავს: „სამუშაოს ვასრულებ და ძილთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს“.


6-05-2026, 17:39
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2