"პსჟ-ს ჰქონდა ის მკვლელის ინსტინქტი რაც ჩვენ დაგვაკლდა“ - ნოიერის აღიარება

"პსჟ-ს ჰქონდა ის მკვლელის ინსტინქტი რაც ჩვენ დაგვაკლდა“ - ნოიერის აღიარება

მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა, პსჟ-სთან გამოვარდნის შემდეგ იმედგაცრუება არ დამალა. მისი თქმით, გუნდს აკლდა ის გადამწყვეტი ინსტინქტი, რომელიც მეტოქემ გამოიჩინა.


„დღეს ბევრი დიდი შანსი არ გვქონია, თუმცა გოლის გასატანად საკმარისი მომენტები მაინც შევქმენით. დაგვაკლდა ის „მკვლელის ინსტინქტი“, რაც პსჟ-ს ჰქონდა. ფინალთან ახლოს ვიყავით, მაგრამ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა ვერ შევძელით. ჩვენი გოლი ძალიან გვიან გავიდა. დღეს საკვანძო მომენტები ხელიდან გავუშვით. ფანები ჩვენ გვერდით იყვნენ, ჩვენც მოედანზე ვიყავით, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში ბევრი სახიფათო მომენტი უბრალოდ ვერ შევქმენით.“ — განაცხადა ნოიერმა.


სეზონის შეფასებისას კაპიტანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ მარცხისა, გუნდს წარმატებებიც ჰქონდა: „ბუნდესლიგის ტიტული დამსახურებულად მოვიგეთ. ახლა ბერლინში გასამართი გერმანიის თასის ფინალს ველოდებით, თუმცა ამ წუთას იმედგაცრუება ჭარბობს“.


7-05-2026, 01:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2