ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, პსჟ-სთან საპასუხო მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ბელგიელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, თუმცა მომავლის რწმენა არ დაუკარგავს.
„დიდხანს იმედგაცრუებული ყოფნის უნარი არ მაქვს. რა თქმა უნდა, ეს მწარე მარცხია — საბოლოო ჯამში, ორივე თამაში წავაგეთ ძალიან ძლიერ მეტოქესთან.
ჩვენ უფრო გადამწყვეტად უნდა გვემოქმედა. ვულოცავ პსჟ-ს. ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის დასრულდა, მაგრამ მომავალში კიდევ გვექნება შანსი — ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა“ — განაცხადა კომპანიმ.