მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვენსან კომპანიმ არბიტრების მიმართ კრიტიკა არ დაიშურა. ბელგიელი სპეციალისტი ვერ ხვდება, რატომ არ დაინიშნა პენალტი პსჟ-ს კარში და რატომ არ მიიღო მეტოქემ წითელი ბარათი.
„რატომ არ იყო ეს წითელი ბარათი? ვერ ვიგებ. რატომ დაინიშნა პარიზში ჩვენს წინააღმდეგ პენალტი, აქ კი — არა?
წესები მესმის, მაგრამ ხელი თავზე მაღლა იყო აწეული. ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს არსებობდა რაღაც ხელი, რომელმაც სასწორი ჩვენს საზიანოდ გადახარა“, - განაცხადა კომპანიმ.